რუსი ჟურნალისტების დაღუპვაში ბრალდებულმა უკრაინელმა მფრინავმა ნადეჟდა სავჩენკომ მშრალი შიმშილობა დაიწყო.
სავჩენკოს ადვოკატმა ,,ტვიტერზე“ გამოაქვეყნა მისი დაცვისქვეშ მყოფის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ეს შიმშილობა პროტესტია რუსეთის ხელისუფლების მიმართ, რომელიც ,,ცდილობს დამალოს საკუთარი დანაშაულებები“ . ,,ბიბისის“ ინფორმაციით, სავჩენკო განცხადებაში კრძალავს მისგან რაიმე სახის ანალიზის აღებას, კვებას ძალის გამოყენებით და ეტაპირებას მიზეზების ახსნის გარეშე.
,,ნებისმიერი ძალის გამოყენება ჩემს მიმართ აღქმული იქნება, როგორც წამება“, - წერს პატიმარი.
შეგახსენებთ, პროკურატურა სავჩენკოს მიმართ 23 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს. სასამართლოს საბოლოო განაჩენის გამოტანა 9 მარტისთვის გადაიდო.