ბრიტანელი მკვლევარები ამტკიცებენ, რომ გომბეშოებს სტიქიური უბედურების წინასწარმეტყველება შეუძლიათ. მეცნიერების თქმით, გომბეშოები მიწისძვრამდე რამდენიმე დღით ადრე საშიშ ზონას ტოვებენ. გასულ წელს იტალიის დამანგრეველ მიწისძვრამდე ხუთი დღით ადრე ნაცრისფერი გომბეშოების მასობრივი მიგრაცია შეინიშნებოდა.
ბრიტანელი სპეციალისტები ცენტრალურ იტალიაში მცხოვრები ნაცრისფერი გომბეშოების კოლონიაზე დაკვირვებას აწარმოებდნენ. მკვლევარები დარწმუნებული არიან, რომ გომბეშოებმა მშობლიური ადგილები მოსალოდნელი მიწისძვრის გამო დატოვეს. დაკარგული გომბეშოები მიწისძვრის ეპიცენტრიდან 74 კილომეტრის დაშორებით იპოვეს. უკანასკნელი ძლიერი რყევის შემდეგ კი გომბეშოები მაშინვე უკან დაბრუნდნენ.
ბრიტანელი მეცნიერების მიერ წარმოდგენილი მასალები, პირველი სამეცნიერო მტკიცებულებაა იმისა, რომ ცხოველთა სამყაროზე დაკვირვება, შესაძლოა, კაცობრიობას სტიქიური უბედურების პროგნოზირებაში დაეხმაროს.