თითქმის ყველას უყვარს ხსნადი ყავა, შებოლილი ხორცის ნაწარმი, კეტჩუპი და სხვა. ეს ნუგბარი არასასურველია ნებისმიერი სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანისთვის. ზეითუნის ზეთს კი ამერიკელი დიეტოლოგი ადამო ყველას სთავაზობს.
იაპონელი მეცნიერის პორშიტაკი ნომის თეორიით, სისხლის ჯგუფი ადამიანის ხასიათს განსაზღვრავს. ეს თეორია იმდენად პოპულარულია იაპონიაში, რომ ადამიანს სამსახურში სწორედ სისხლის ჯგუფის მიხედვით იღებენ. მაგალითად, მეორე ჯგუფის სისხლის მქონენი უფრო მშვიდნი და გაწონასწორებულნი არიან, მათ პასუხსაგებ საქმესაც ანდობენ, მესამე ჯგუფის სისხლის მქონენი ინდივიდუალისტები არიან. ზოგიერთი იაპონელი სისხლის ჯგუფის მიხედვით მეგობრებსაც კი ირჩევს.
ამერიკელი ნატუროპათები გვირჩევენ, სპორტის სახეობაც სისხლის ჯგუფის მიხედვით შევარჩიოთ. მაგალითად, პირველი ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანს ურჩევენ, ივარჯიშონ ძალისმიერ სახეობაში, მეორე ჯგუფისას _ იოგასა და ცურვაში, მესამე ჯგუფისას კი ტურისტული მოგზაურობა ეკრძალებათ. მეოთხე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანისთვის რეკომენდებულია მედიტაცია. სისხლის ჯგუფის მიხედვით შეიძლება დადგინდეს, რომელი დაავადებისადმი აქვს მიდრეკილება ადამიანს.