ნიგოზს დიდი ხანია მიაკუთვნებენ იმ პროდუქტების რიცხვს, რომლებიც განსაკუთრებით სასარგებლოა ტვინის მუშაობისთვის. მორიგმა კვლევამ, რომლის შედეგებიც ავტორიტეტულ ბრიტანულ ჟურნალ British Journal of Nutrition-ში გამოქვეყნდა, არა მარტო დაადასტურა ის, რომ ნიგოზი ძალიან სასარგებლოა აზროვნებისთვის, არამედ დაადგინა, რომ მის შემადგენლობაში შემავალ კომპონენტებს შეუძლია ე.წ. კრიტიკული აზროვნების სტიმულირება.
კვლევა ჩატარდა ენდრიუსის უნივერსიტეტში დიეტოლოგიის პროფესორის პიტერ პრიბისის ხელმძღვანელობით. ფორმირებული იყო ორი საკონტროლო ჯგუფი, რომლებიც 8 საათის განმავლობაში იკვებებოდნენ აბსოლუტურად ერთნაირი რაციონით, ერთი განსხვავებით: პირველი ჯგუფი ყოველდღიურად ნახევარ ჭიქა ნიგოზს იღებდა. გამოსაცდელი პერიოდის დასრულების შემდეგ პირველი ჯგუფის წევრებში 11,8%-ით გაიზარდა კრიტიკული აზროვნების უნარი. ყურადღება ექცეოდა გადაწყვეტილების მიღების სისწრაფესა და მის სისწორეს, ასევე, სხვადასხვა მოვლენის ანალიზის უნარს. მეორე ჯგუფში ანალოგიური შედეგი ვერ მიიღეს.
მკვლევარების აზრით, ასეთი ეფექტი მიიღწევა ნიგოზში შემავალი ნეიროპროტექტორული ნივთიერებების, მათ შორის Е ვიტამინის, ფოლიუმის მჟავის, მელატონინის, პოლიფენოლის, ასევე, ლანოლინის მჟავის ხარჯზე. საკვებად ნიგვზის მიღების წყალობით ხდება ორგანიზმის გაჯერება სეროტონინითა და დოპამინით.
ნივთიერებების პირველი ჯგუფი ძირითად ზემოქმედებას ახდენს უშუალოდ თავის ტვინზე, აუმჯობესებს რა ინფორმაციის აღქმისა და დამუშავების სისწრაფეს, გვეხმარება კითხვებზე ოპტიმალური პასუხების შერჩევაში, მაშინ, როდესაც სეროტონი და დოპამინი მოქმედებს ნეოირონულ ქსელში სიგნალების გადაცემის სისწრაფეზე, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, რეაქციის სისწრაფეზე, რაც ასევე მნიშვნელოვნად ზრდის კრიტიკული აზროვნების პროდუქტიულობას.
ამ სასარგებლო ნივთიერებებით გაჯერებულია, ზოგადად, თხილეული, თუმცა საინტერესოა, რომ ნიგოზი შეუცვლელია ჩვენი ტვინისთვის, ვინაიდან თვით ტვინი 60%-ით წარმოდგენილია იგივე ნივთიერებებისგან, რომლითაც მდიდარია კვების ეს პროდუქტი.
მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ ნიგვზის მოხმარების სარგებლიანობა ჯერ კიდევ არ არის სრულად შესწავლილი. სეროტონინი და დოპამინი კარგად არის ცნობილი სამედიცინო მეცნიერებისთვის. ისინი გამოიყენება მრავალ სამკურნალო პრეპარატში და კეთილისმყოფელ ზეგავლენას ახდენს პაციენტების ორგანიზმზე სხვადასხვა დაავადებების დროს.