ყავას შეუძლია С ჰეპატიტის მქონე ავადმყოფების სიცოცხლის გაუმჯობესება. მეცნიერთა თქმით, დღეში რამდენიმე ჭიქა ეს სასმელი ანელებს პათოლოგიური ცვლილებების და მასთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადებების განვითარებას.
ამერიკელ მეცნიერთა გუნდი, რომელიც სწავლობდა ყავის ორგანიზმზე გავლენას, მივიდა მოულოდნელ დასკვნამდე. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ყავა ეხმარება С ჰეპატიტის მქონე პაციენტებს. ”ყავის რეგულარულ მოხმარებას უკავშირდება დაავადების განვითარების შენელება”, - აღნიშნავენ სპეციალისტები.
ოთხწლიანი კვლევის მანძილზე მეცნიერები აკვირდებოდნენ 766 პაციენტს ჰეპატიტთან დაკავშირებული ღვიძლისგართულებული დაავადებებით, რომელზეც არ მოქმედებდა ჩვეულებრივი ანტივირუსული პრეპარატები. ავადმყოფები დაყოფილნი იყვნენ ჯგუფებად იმის მიხედვით, თუ რამდენ ჭიქა ყავას ღებულობდნენ ყოველდღიურად. ყურადღება ექცეოდა, ასევე, ჩაის მიღებას.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მონაწილეებს, რომლებიც ყოველდღიურად ღებულობდნენ სამ ან სამზე მეტ ჭიქა ყავას, აღენიშნებოდათ მდგომარეობის გაუარესების 47%-ით ნაკლები რისკი. ამავე დროს, ჩაის მოხმარება არანაირად არ მოქმედებდა დაავადებით გამოწვეული პათოგენური პროცესების განვითარებაზე.