საერთაშორისო ორგანიზაცია "ამნესთი ინთერნეიშენალი" რუსეთისა და სირიის საჰაერო ძალებს ქალაქ ალეპოში მდებარე საავადმყოფოებზე სისტემატიური იერიშების განხორციელებაში ადანაშაულებს. "ბიბისი" ორგანიზაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მათ აქვთ სამხილები ბოლო 12 კვირის განმავლობაში, მინიმუმ ექვსი თავდასხმის განხორციელების შესახებ საავამდყოფოებსა და სამედიცინო ცენტრებზე.
მსოფლიოს ლიდერები 12 თებერვალს შეთანხმდნენ სირიაში სამხედრო მოქმედებებს შეწყვეტაზე. თუმცა, ცეცხლის შეწყვეტა ეხება მხოლოდ სირიის მთავრობას და ამბოხებულებს, ხოლო მესამე ძალა - "ისლამური სახელმწიფო" და "ალ-ქაიდასთან" დაკავშირებული ორგანიზაცია "ნუსრას ფრონტი" ამ შეთანხმებაში არ მონაწილეობდნენ.