2 მარტს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიხსნება ემა ლუსლის ფოტოგამოფენა
"სირიის სამოქალაქო ომი და კულტურული მემკვიდრეობის დესტრუქცია"
პროფესორი ემა ლუსლი სირიაში ორი არქეოლოგიური პროექტის ხელმძღვანელი იყო, მაგრამ მეორე პროექტი სირიის ომის გამო შეჩერდა. იგი ამჟამად დიდი ბრიტანეთისა და საერთაშორისო სააგენტოებთან ერთად სირიის მემკვიდრეობის დაცვის სტრატეგიებზე მუშაობს; არის BBC-ის კონტრიბუტორი სირიის კულტურის საკითხებში. გამოფენა იმართება ევროკავშირისა და ექსეტერის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში.
გამოფენის გახსნასთან ერთად, ჩატარდება საჯარო ლექციები:
ლექცია 1. ემა ლუსლი, ექსეტერის უნივერსიტეტის პროფესორი, ლონდონის სიძველეთა საზოგადოების წევრი, დიდი ბრიტანეთი
"სირიის სამოქალაქო ომი და კულტურული მემკვიდრეობის დესტრუქცია"
ლექცია 2. ნინო სიმონიშვილი, ხელოვნებათმცოდენობის დოქტორი, ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრის (IRCVA) დირექტორი:
"თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების რეაქცია სირიის სამოქალაქო ომზე"
დასწრება თავისუფალია
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ მარჯორი და ოლივერ უოდროპების სახელობის ანგლო-ამერიკულ სამკითხველო დარბაზში.