"ქართული ოცნების მთავარი მოწინააღმდეგე თავად ქართული ოცნებაა", - ეს განცახდება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ გააკეტა.
დეპუტატი რესპუბლიკელებსა და მრეწველებს შორის არსებულ დაპირიპირებასაც გამოეხმაურა და განამარტა, რომ ამ საკითხზე პოლიტსაბჭოზე იმსჯელებენ, რომელიც, სავარაუდოდ, სასესიო კვირის შემდეგ გაიმართება. მანამდე კი პრემიერმინისტრი კოალაიციაში შემავალ პარტიებთან კონსულტაციებს ინდივიდუალურ რეჟიმში მართავს.
"მთავარი მოწინაღმდეგე ქართული ოცნების არის ქართული ოცნება თავად. ამ ეტაპზე ასეა. არის გარკვეული შეცდომები დაშვებული. არის გარკვეული ხედვების დაპირისპირება, რომელიც არ უნდა იყოს და არ უნდა ახასიათებდეს კოალიციას. საერთოდ, კოალიციაში საქმიანობის სიძნელე არის. ვფიქრობ, რომ, აი, ამან განაპირობა ის, რომ რეიტინგი შემცირდა “ - განაცხადა გია ვოლსკიმ.