ENG / RUS       12+

ზვიად კვაჭანტირაძე: გააჩუმონ ალეკო ელისაშვილი

რესპოდენტის შესახებ

კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ არსებული დაპირისპირების დეტალებსა და სხვა აქტუალურ საკითხებზე „ჯი-ეიჩ-ენი“  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, ზვიად კვაჭანტირაძეს ესაუბრა:

-როგორც ცნობილი გახდა, პრემიერ-მინისტრსა და საპარლამენტო ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ შორის გამართულ  დახურულ შეხვდრაზე საუბარი შეეხო „მრეწველებისა“ და „რესპუბლიკელების“ კონფლიქტს, სადაც პრემიერის პოზიცია იყო ასეთი, რომ ბოლო დროს გოგი თოფაძის მიერ ქვეყნის საგარეო კურასთან დაკაშირებულმა განცხადებებმა კითხვები გააჩინა. შეგიძლიათ, დააკონკრეტოთ, რა კითხვებია ეს, რომლის განსახილველადაც კოალიციის პოლიტსაბჭოს სხომის გამართვის აუცილებლობაც დღის წესრიგში ისევ დგას?

-ჩემი აზრით, იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც ამ დღისთვის გაგვაჩნია, „მრეწველების“ და „რესპუბლიკლების“ დაპირისპირების კონფლიქტად მონათვლა და კოალიციის საბჭოს მოწვევის აუცილებლობა ნამდვილად არ დგას. რაც შეეხება გოგი თოფაძის ცალკეულ გამონათქვამებს, ამის თაობაზე ჩვენ ყოველთვის გვქონდა პოზიციის დაფიქსირების საშუალება, პრაქტიკულად ის გამონათქვამები, რაც იწვევს კრიტიკას საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილში და ჩვენს შორისაც, ჩვენ გავემიჯნეთ. იქნება თუ არა იმის აუცილებლობა, რომ უფრო ღრმად განვიხილოთ ეს საკითხი, ამას უახლესი დღეები გვიჩვენებს. თუ გაგრძელდება ისე, როგორც დღემდე იყო, შეიძლება ასეთ განხილვებს ავცდეთ, მაგრამ თუ კიდევ გამოჩნდება „მარგალიტები“, მაშინ ალბათ, გვერდს ვერ ავუვლით ამ საკითხის განხილვას. პრემიერი თავის მხრივ და სხვა მაღალი თანამდებობის პირებიც, ჩართული არიან პრობლემის მოგვარებაში და ვფიქრობ, რომ უშუალოდ კოალიციის პოლიტსაბჭოს მოწვევის აუცილებლობა ამ ეტაპზე არ დგას.

-ანუ გოგი თოფაძის პოზიცია წინააღმდეგობაში არ მოდის საგარეო კურსთან, რომელსაც საქართველოს ხელიუფლება ადგას, მაგრამ პრემიერთან „ქართული ოცნების“ შევედრამდე ასე იყო ცნობილი, რომ პოლიტსაბჭოზე სწორედ ეს შეკითხვები უნდა დასმულიყო.

-წინააღმდეგობაში როგორ არ მოდის, მაგრამ გეუბნებით, რათა პოლიტსაბჭოს ავცდეთ, გვინდა, საკითხები დალაგდეს ისე, რომ პრეცენდენტები, რომელიც ზიანს აყენებს არა მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობას და ზოგადად პარლამენტის მიერ დადგენილ საგარეო პოლიტიკურ კურსს, ასევე მთავრობის ანონსირებულ და განხორციელებად პოლიტიკას, რაღაცნაირად ამოიწუროს. საკითხი მარტივად დგას: გოგი თოფაძემ გააკეთა განცხადებები, რომელიც არ არის შესაბამისობაში მთავრობისა და პარლამენტის კურსთან. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ საკითხის პოლიტსაბჭოზე განხილვა აუცილებელი არ არის, რადგან იყო გარკვეული საუბრები გოგი თოფაძესთან, თუკი ამის აუცილებლობა კიდევ დადგება, პოლიტსაბჭოს მოწვევას წინ არაფერი არ დაუდგება. ნუ განვაზოგადებთ ამ პრობლემას ნურც „მრეწველების“ პოლიტიკაზე.

-პოლიტსაბჭოს შეკრებასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი აქვს „ქართული ოცნების“ ფრქაცია ლიდერ გია ვოლსკის. როცა საქმე ეხება კოალიციის შიგნით გადასაწყვეტ პრობლემას, გამოდის, რომ კოალიციაში ერთიანი აზრი ვერც პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე და ვერც მაშინ, ვერ ჩამოყალიბდა?

- კოალიციის ნაწილს მიაჩნია, რომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რათა არ გავამწვაოთ ურთიერთობები. პოლისაბჭოდან არის ძალიან დიდი მოლოდინი, ზოგს მიაჩნია, რომ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება უნდა იყოს კონკრეტული შედეგი, ან ვეყრებით ვიღაცას, ან ვიღაცასთან კოალიციურ კავშირს ვადუღაბებთ. ასეთი მოლოდინები არ უნდა იყოს ამ პოლიტსაბჭოდან და ამიტომ მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე სასწრაფო და გადაუდებელი მოსწავევი არ არის. შეკრება მაინც მოგვიწევს, რადგან არსებობს სხვა საკითხები და თუკი გაჩნდება აუცილებლობა, რომ ეს საკითხიც უნდა დავამატოთ განსახილველად, მაშინ დავამატებთ. კონტაქტებისა და ურთიერთობების შედეგად, ალბათ, თქვენც გრძნობთ, რომ კოლიციაში ვითარება შტილის რეჟიმშია გადასული.

-შეგიძლიათ თუ არა, დადასტუროთ, რომ პრობლემა მოგვარდა, იმის მიუხედავად, რომ „რესპუბლიკელები“ ასე არ ფიქრობენ? მათ გარდა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდრემა პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ისევ განაცხადა, ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით გაკეთებული ინდივიდუალური განცხადებები გადაედო კოალიციას, რაც არასასურველი და არასწორი შეხედულებაა. გამორიცხავთ, რომ არსებული შემადგენლობით კოალიცია დაშლის წინაშე ოქტომბრამდე კიდევ დადგება?

-არასწორი შთაბეჭდილებაა, ეს გამორიცხულია. გოგი თოფაძის მოსაზრებები ართუ „ქართული ოცნების“, არამედ თავად „მრეწველების“ აზრიც არ არის. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ პრობლემა დასრულდა, ამ ეტაპზე მოვლენებს მშვიდობიანი განვითარება აქვს. ვფიქრობ, რომ შეცდომები ორივე მხრიდან იქნა დაშვებული და ამან გამოიწვია მწვავე განცხადებები გაუგებრობაში ჩართული პირების მხრიდან. მე პარალელურად  წარმოვადგენ პარლამენტის ყველაზე დიდ ფრაქციას „ქართულ ოცნებას“ და ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, რომ ვიდრე ჩვენი ფაქრციის და პარტიის ინტერესები იქნება ისეთი, რომ გვჭირდება კოალიციური ერთობა, მეც ბოლომდე ვიდგები იქ და ყველა ჩემი განცხადება თუ ქმედება, იქნება მიმართული კოალიციის ერთობისა და განმტკიცებისკენ.

-აღნიშნული პროცესების პარალელურად საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და წინა პლანზე წამოვიდა „რესეპუბლიკლების“ თავდაცვის მინისტრის შესაძლო პასუხისმგებლობის საკითხიც. ხომ არ არის საფიქრებელი, რომ  „რესპუბლიკელებზე“ ზეწოლა ვიღაცის ინტერესბში შედის?

-შეფასებას ნამდვილად ვერ გავაკეთებ, რადგან ვამბობ, რომ ჩვენ ვენდობით არჩევნების შედეგებს. თუკი საზოგადოებაში ვინმეს გააჩნია კითხვის ნიშნები არჩევნების შედეგებითან დაკაშირებით, მათ აქვს სუბიექტური უფლება, ამ საკითხზე იმსჯელონ და დამატებითი პასუხები მოითხოვონ. სიმართლე გითხრათ, პროკურატურის წინაშე ამ საკითხის გამოძიების საკითხი ვინ დააყენა, არც ვიცი. ყველა შემთხვევაში, ეს კამპანია ჩვენთვის სასიამოვნო არ არის და ვფიქრობ, რომ ესეც წინასაარჩევნო კამპანიის რაღაც ნაწილია. ვიდრე „რესპუბლიკელები“ ჩვენს კოალიციაში არიან და მომავალშიც იქნებიან, ვიფიქრებ, რომ ეს კამპანია როგორც „რესპუბლიკელების“, ისე მთელი კოალიციის წინააღმდეგ არის მიმართული.

-ალეკო ელისაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას ურჩევს, ეკა ბესელია გააჩუმონ, რადგან მისი განცხადებები ისევ და ისევ უმრავლესობას აზიანებს. ბესელია კი ელისაშვილის წინააღმდეგ აკეთებს განცხადებებს. სადამდე შეიძლება ასეთ რეჟიმში მიმდინარე საჯარო პოლემიკის ატანა, ან რა შთაბეჭდილებას ტოვებს საპარლამენტო უმრავლესობოს ისეთი წარმომადგენელი, როგორც ეკა ბესელიაა?

-მოვუწოდებ იმ ხალხს, ვისაც სცენაზე გამოჰყავს ალეკო ელისაშვილი, გააჩუმონ ალეკო ელისაშვილი, რადგან საკმარისად მოვისმინეთ მისი აზრები და ვერსად ვერ მოვისმინეთ ვერანაირი დადასტურება იმ ბრალდებების, რომელსაც ის უყენებს ჩვენი ფრაქციის და პარტიის წარმომადგენლებს. ჩემთვის ნაკლებად საინტერესო თემაა, მაქვს გარკვეული მოსაზრებები, მაგრამ საერთოდ ვერიდები ზედმეტ ჭორებს და საუბარს, რადგან მიგვაჩნია, რომ ზოგიერთების მხრიდან, ეს ნაადრევად დაწყებული წინასაარჩევნო კამპანიის ბინძური ნაწილია. არსებობს სათანადო ორგანოები, რომლის პირდაპირი დანიშნულებაა წამოყენებულ ბრალდებებზე რეაგირება. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ასეთი რეაგირებები იქნება და საბოლოოდ დადგინდება სიმართლე. მითუმეტეს, არის მცდელობები, რომ ბოლო დროს გაჟღერებულ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც მანანა კობახიძის წინააღმდეგ არის მიმართული, აბსოლუტურად ხელოვნურად იქნა მიბმული ეკა ბესელიას სახელი. ეს არის დადასტურებელი ფაქტი, რომ თავიდან ეკა ბესელიას  სახელი არსად არ იყო ხსენებული, პრესამ ააგორა და მიაწება ბოლო ინფორმაციებს და ბრალდებებს, რომელიც ბოლო დროს იქნა გაჟღერებული. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან ბინძური პოლიტიკა, მაგრამ ყველაფერს მოეფინება ნათელი და საზოგადოება კარგად დაინახავს, ვინ ვინ არის.

-ალექსი პეტრიაშვილზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, „თავისუფალი დემოკრატები“ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. პოლიტიკურად  რა პოზიცია გაქვთ ოპოზიციის ლიდერზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, რადგან ცნობილია, რომ თქვენი და ნუკრი ქანთარიას პირველადი შეფასებები „თავისუფალი დემოკრატების“ ნაწილმა აღიქვა, რომ უმრავლესობა მომხდარი ფაქტის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებას შეეცადა...

-სისულელა...ეს არის არასწორი გაგება, დღეს მქონდა ირაკლი ჩიქოვანთან საუბარი ამ თემაზე ჩემივე ინიციატივით. ძალიან არასასიამოვნო იყო იმის არასწორი ინტერპრეტაცია, რაც მე მართლა შოკირებულმა ვთქვი მომხდარიდან რამდენიმე წუთში. ვიგულისხმე ის, რომ შესაძლებელია, ყველაფერი იქნას გამოყენებული, რათა ლეგენდები შეითხზას ამ კრიმინალური ფაქტის ირგვლივ და გამოძიების ვალია, რომ ყველაფერი გაითვალსწინოს და გამოძიება სწორი მიმართულებით წარმართოს. არანაირი მინიშნება რაიმე მოტივზე მე არ გამიკეთებია, ამას ვერც გავაკეთებდი და ეს ჩემი საქმე ნამდვილად არ არის. შეხვედრის დეტალები პრემიერის გადასაწყვეტია, ვფიქრობ, ხელისუფლების მხრიდან ყურადღება არ მოდუნებულა მომხდარის პირველივე წუთიდან. ჩვენ შოკირებული ვიყავით ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული სამარცხვინო თავდასხმის გამო. ვფიქრობ, სამრათალდამცვმა ორგანოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ სასწრაფოდ გავიდნენ დანაშაულის კვალზე და დააკავონ უშუალო დამნაშავეები. ის, რომ ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს, აქ პოლიტიკა იმაში მდგომარობს, რომ საუბარია ოპოზიციური პარტიის გენერალურ მდივანზე, იმის მიუხედავად, რომ ზოგადად, სხვა ქვეყნებში ასეთი რამ გამორიცხული არ არის, ჩვენთვის გამართლება არ არის. მით უმეტეს, რომ  წინასაარჩევნო კამპანია იწყება, ყველანაირი პროვოკაცია უნდა გამოირიცხოს, ქვეყანაში უნდა შევქმნათ ის პირობები, რომ ზედემტი შეკითხვები და ცუდი ფაქტები საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში აღარ გაჩნდეს.

„ჯი-ეიჩ-ენი“, ხათუნა ხატიაშვილი

ავტორი: . .