ვისაც უნდა, დამკითხოს, სადაც უნდათ, იქ მივალ - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საგარეჯოს არჩევნების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა. მისი მთქმით, მან ამ თემაზე საჯაროდ საუბარი დაასრულა.
" ჩემი მხრიდან, ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ყველაფერი ვთქვი. ყველა დოკუმენტი სახეზეა და ვინც უნდა, რომ გაიგოს, გაუგებს. ვისაც შეუძლია, წაიკითხოს და წაკითხულის შინაარსი, პირველ კლასში რომ ასწავლიან, გამოიტანოს. ვისაც არ უნდა, ვერ გაიგებს. ასე რომ, ამ საუბარს აზრი აღარ აქვს. ვისაც უნდა, დამკითხოს, სადაც უნდათ იქ მივალ, რა დოკუმენტებსაც უნდათ, იმას მივიტან. ჩემთვის ეს იმდენად არასერიოზული საკითხია, რონ მზად ვარ, ყველგან, ყველანაირ ფორმატში საუბრისთვის, თუმცა საჯაროდ ეს თემა დავასრულე",-განაცხადა თინა ხიდაშელმა.