მმართველი კოალიციის დაანონსებული პოლიტსაბჭოს სხდომა დღეს აღარ გაიმართება - კურიერს ინფორმაცია ქართულ ოცნებაში დაუდასტურეს.
დღეისათვის დაგეგმილ სხდომაზე გოგი თოფაძის ბოლოდროინდელი განცხადებებისა და რესპუბლიკელებსა და მრეწეველებს შორის გაჩენილი დაპირისპირება უნდა განხილულიყო.
პოლიტსაბჭოს სხდომაზე აღნიშნული საკითხების განხილვის შესახებ მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა.