ჩვენ ვიქნებით ერთგულნი კოალიციის სადამფუძნებლო დოკუმენტების, ჩვენი გაცხადებული პრინციპებისა და პრიორიტეტების ყველა საკითხში - იქნება ეს საგარეო ორიენტაციის საკითხები თუ სხვა , - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა.
მისი თქმით, ყოველგვარი მცდელობა, რომ საკითხი დაყვანილი იქნას "რესპუბლიკელებსა" და "მრეწველებს" შორის რაიმე კონფლიქტამდე, იქნება არა მხოლოდ არასწორი, არამედ წარუმატებელი.
”მინდა ძალიან მკაფიოდ და ცალსახად განვაცხადო, რომ ყოველგვარი მცდელობა, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, რომ საკითხი დაყვანილი იქნეს "რესპუბლიკელებსა" და "მრეწველებს" შორის რაიმე კონფლიქტამდე, იქნება არა მხოლოდ არასწორი, არამედ წარუმატებელი იმიტომ, რომ აქ არ არის საუბარი "რესპუბლიკელებსა" და "მრეწველებს" შორის პრობლემაზე, აქ საუბარია ჩვენი მხრიდან იმ საკითხზე, რომელიც ეხება კოალიციის, ქვეყნის, ხელისუფლების საკითხებს, ჩვენს მომავალს და აქ ჩვენ უნდა ვიყოთ ერთგულნი. ჩვენ ვიქნებით ერთგულნი კოალიციის სადამფუძნებლო დოკუმენტების, ჩვენი გაცხადებული პრინციპებისა და პრიორიტეტების ყველა საკითხში - იქნება ეს საგარეო ორიენტაციის საკითხები თუ იმ ტიპის თემები, თუ ვინ არის ეროვნული გმირი და ვის ნაბიჯებს უნდა გაჰყვეს ქართველი ხალხი ისტორიული წარსულიდან. ასე რომ, ეს საკითხები არის არასასურველი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არის გარდაუვალი", - განაცხადა უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ საუბარი არ არის "რესპუბლიკელებსა" და "მრეწველებს" შორის პრობლემაზე.