ამერიკელმა ვიდეობლოგერმა კობი პერსინმა გადაწყვიტა საზოგადოების ყურადღება მიეპყრო არასრწულოვანთა ქორწინების ფაქტებზე და სოციალური ექსპერიმენტი მოაწყო.
ვიდეობლოგერი აღნიშნავს, რომ აშშ-ის რამდენიმე შტატში ნებადართულია არასრუწლოვანთა ქორწინება მშობლების თანხმობის საფუძველზე. მაგალითად, მისურის შტატში 15 წლის გოგონას მშობლების თანხმობით გათხოვების უფლება აქვს. ტეხასში კი - 14 წლის ასაკისას. ნიუ გემპშირში 13 წლის, მასაჩუსეტში 12 წლისას.
პერსინმა გადაწყვიტა, ამ ფაქტისთვის ნიუ-იორკის მცხოვრებთა ყურადრება მიეპყრო. მის ვიდეორგლოში 65 წლის მამაკაცი 12 წლის გოგონაზე ქორწინდება. ამ ექსპერიმენტისთვის მან მოიფიქრა ფოტოსესია, სადაც ის ფოტოგრაფის როლშია. ”ქორწინებამ” გამვლელების მკაცრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ისინი ეკითხებოდნენ გოგონას - ხვდება თუ არა რა ნაბიჯს დგამს, რაზეც მამაკაცი პასუხობს რომ მას აქვს მშობლების ნებართვა.
ექსპრიმენტის ავტორი აცხადებს, რომ მის მთავარ მიზანს წარმოადგენს არასწრულოვანთა ქორწინების პრობლებისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობა. მისი თქმით, ყოველდღიურად 33 ათასზე მეტი გოგონა ქორწინდება არასრულწოვან ასაკში და კარგავს ბავაშვობას.