მსოფლიო კინოვარსკვლავი ლეონარდო დი კაპრიო, რომელიც წლევანდელი „ოსკარის“ ერთ-ერთი პრეტენდენტია, ჟურნალისტებს სთხოვს, თავი შეიკავონ „ოსკართან“ დაკავშირებული კითხვების დასმისგან.
მსახიობი, რომელიც ხუთჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე, ვერც ერთხელ ვერ გახდა ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს მფლობელი.
88-ე ცერემონიალის წინ, რომელიც 28 თებერვალს გაიმართება, დი კაპრიო აცხადებს, რომ ის ყოველი ცერემონიალის წინ ღელავს, მაგრამ ამჯერად, საერთოდ არ სურს, ამ საკითხზე საუბარი.
უნდა აღინიშნოს, რომ დიკაპრიოს ”ბრძოლა” ოსკარისთვის, არაერთი კარიკატურისა და დაცინვის მიზეზი გახდა.
სოციალურ ქსელში, საკმაოდ ბევრი ადამიანი წერს, რომ ის ვერასდროს მიიღებს ოსკარს. ხოლო ყველაზე გახმაურებული ხუმრობა ასე ჟღერს: ”30 წლის შემდეგ - „ოსკარის“ დაჯილდოვების ცერემონიალი: ფილმში „ლეონარდო დი კაპრიოს ცხოვრება“, „ოსკარით“ დი კაპრიოს როლის შემსრულებელი ჯილდოვდება”.