ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო გახდა. ახალმა პრეზიდენტმა გამარჯვება მეორე ტურში მოიპოვა. მან 115 ხმა მიიღო.
არცევნების პირველ ტურში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. ტოკიო სეკსვალემ I ტურამდე მოხსნა კანდიდატურა. არჩევნებში 4 კანდიდატი ჩაება - პრინცი ალი ბილ ალ-ჰუსეინი (იორდანია), შეიხი სალმან ბილ იბრაჰიმი (ბაჰრეინი), ჯანი ინფანტინო (შვეიცარია/იტალია) და ჟერომ შამპანი (საფრანგეთი).
ფიფას პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა გამოაცხადა შედეგები: ჯანი ინფანტინომ 88 ხმა მიიღო, შეიხმა სალმანმა - 85; 27 ხმა აქვს პრინც ალის, ხოლო 7 ხმა შამპანს.
II ტურში ასევე ოთხმა კანდიდატმა მიიღო მონაწილეობა.
ფიფას პრეზიდენტობისთვის საკმარისი იყო 104 ხმის მოპოვება, ჯანი ინფანტინომ კი 115 ხმა მიიღო და პრეზიდენტად გამოცხადდა, შეიხი სალმან ბილ იბრაჰიმა (ბაჰრეინი) - 88 ხმა, პრინც ალიმ - 4 ხმა, შამპანმა - 0.
ჯანი ინფანტინო ფიფას 2019 წლამდე უხელმძღვანელებს.