ოლიმპიური რეზერვების მზადების ცენტრი (გლდანი) 27-28 თებერვალს ძალოსნობაში თბილისის ჩემპიონატს მასპინძლობს
ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას 15 და 17-წლამდე სპორტსმენები. 15-წლამდელებში 9 წონითი კატეგორია იქნება, 17-წლამდელებში კი - 8.
თბილისის ღია პირველობა მესამედ ტარდება. პირველი ორი ტურნირი (2014-2015) მხოლოდ 17-წლამდელებში იყო, მაგრამ წელს პროცესი უფრო საინტერესო იქნება და ორ ასაკობრივ ჯგუფში გაიმართება.
ტურნირში მონაწილეობას 70-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს აჭარის რეგიონიდან, იმერეთიდან (ქუთაისი, ჭიათურა, საჩხერე), ქართლის რეგიონიდან, ხაშურის რაიონიდან და სოფელ კლდისწყაროდან (11 ან 12 მონაწილე).