განისაზღვრა შვებულებისა და დასვენებისთვის საუკეთესო ვადა. მეცნიერები საუკეთესო ვადად, რომელიც დასვენებისთვის არის საჭირო, ორ კვირას მიიჩნევენ.
მათი განმარტებით, სწორედ 14-დღიანი დასვენება იძლევა შესაძლობლობას, რომ ადამიანი შრომითი რიტმიდან არ ამოვარდეს და ნაყოფიერადაც დაისვენოს.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ იმ ადამიანის IQ, რომელმაც 2 კვირაზე მეტხანს დაისვენა, 20 პუნქტით მცირდება. ასევე უარესდება მათი განწყობა. მიზეზად კი საქმეზე აუცილებელი კონცენტრირება, პროცესების მართვა და ბოლოს მომხდარი ამბებით არასათანადო ინფორმირება ხდება.
14 დღეზე მეტი დასვენების შემდეგ განსაკუთრებული სტრესული მდგომარეობა აქვთ მენეჯერებს, ჟურნალისტებს და პიარის სპეციალისტებს. ყველაზე ადვილად უბრუნდებიან სამუსაო რიტმს ინჟინრები, პროგრამისტები და ტარჯიმნები.
შესაბამისად, რაც უფრო საპასუხისმგებლოა ადამიანის თანამდებობა და პროფესია, მით უფრო მტკივნელია მათი დაბრუნება სამსახურში შვებულების შემდეგ.