შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ოკუპაციის შესახებ კანონით მხოლოდ ,,არიფები“, ისჯებიან, ვინც გადმოდიან და გულწრფელად შემოდიან დანარჩენი საქართველოს ტერიტრიაზე თავიანთი პასპორტით.
მინისტრი მიიჩნევს, რომ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებები მდგომარეობას გააუმჯობესებდა.
,,ახლა ვლაპარაკობთ და ამ წუთში ასობით ადამიანმა დაარღვია საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ამ კანონით, ფსოუზე გადავიდნენ და დაბრუნდნენ უკან და ჩვენ მათ ვერაფერს ვერ ვუშვებით. მხოლოდ იმ ადამიანებს, „არიფებს“, ვინც გადმოდიან და გულწრფელად შემოდიან დანარჩენი საქართველოს ტერიტრიაზე თავიანთი პასპორტით, მათ ვასამართლებთ სისხლის სამართლის კოდექსით, მით უმეტეს, რომ სამართლდებიან არა სახელმწიფო საზღვრის დარღვევაში, არამედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაადგილების გამო და ვთვლი, რომ ასეთი მკაცრი არ უნდა იყოს სასჯელი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გულუბრყვილობით და უცოდინრობით ხვდებიან საქართველოს ადმინისტრაციის კონტროლის ქვეშ“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მისივე თქმით, სასჯელი უნდა იყოს ბევრად უფრო მსუბუქი, კერძოდ ჯარიმა, რომლის გადახდითაც ადამიანი დაადასტურებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
,,ეს არის ჩემი პოზიცია, სამწუხაროდ, როგორც ვხედავ ეს არ არის უმრავლესობის პოზიცია პარლამენტში. მე ჩემი საქმე გავაკეთე, მადლობა ღმერთს, რომ ამ ჩემმა ხმაურმა ის მაინც გამოიწვია, რომ ადამიანები ციხეში აღარ ხვდებიან“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
"ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო შესვლის დეკრიმინალიზაციას გულისხმობს, რომელმაც პარლამენტში მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.