თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ ცილისწამება სისხლის სამართლის კოდექსში არ უნდა დაბრუნდეს. საკრებულოს დეპუტატ თედო კობახიძის ინიციატივის შეფასებისას სესიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ცილისწამების მუხლით დასჯადობა კოდექსიდან მედიის თავისუფლების გამო ამოიღეს.
"მსოლფიოში ცილისწამება რომ დასჯადი იყოს, ეს გარკვეულ პრობლემას შეუქმნიდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. მაშინ, როცა ეს ცვლილება განვახორციელეთ და ამოვიღეთ ეს მუხლი, პირველ რიგში გავითვალისწინეთ მედიის თავისუფლება", - განაცხადა სესიაშვილმა.
თუმცა, მისივე თქმით, უნდა არსებობდეს ქმედითი ნაბიჯები იმისთვის, რომ ნებისმიერი ადამიანი იყოს დაცული, რათა მისი იმიჯი არ შეილახოს.
,,სამოქალაქო დავით არის შესაძლებელი ამა თუ იმ ადამიანმა სასამართლოში შეიტანოს სარჩელი, ასევე მედიის წარმომადგენლებს გააჩიათ საკუთარი კომისიები, რომლებიც ამ საკითხზე ზრუნავენ”, - განაცხადა დეპუტატმა.
საკრებულოს დეპუტატმა, თედო კობახიძემ გამოთქვა ინიციატივა, რომ ცილისწამების მუხლი "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" დაბრუნდეს.