იუსტიციის საბჭოში გაცემულ დიდი ოდენობით პრემიებთან დაკავშირებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ გადაცემა 2030-ში ნინო გვენეტაძემ განაცხადა, რომ მას ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
„სახელფასო და საპრემიო დანამატის გაცემა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნისა და აპარატის სამსახურის უფლებაა. დარწმუნებული ვარ, დანამატები კანონით დადგენილი წესით გაიცა. არ იქნება ინდივიდუალური მიდგომები და საგამონაკლისო შემთხვევები. დანამატების მიღების უფლება საბჭოს წევრებს გააჩნდათ“,-აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.
მისივე აზრით, თუ საბჭო ქმედითი, ეფექტური და გამჭვირვალე იქნება, ასეთივე იქნება საერთო სასამართლოებიც.