ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მხარდაჭერის, გულშემატკივრობისა და კრიტიკისათვის მადლობას იხდის.
ქადაგიძე აცხადებს, რომ ეროვნულ ბანკში საქმიანობა იყო რთული, წინააღმდეგობებით აღსავსე და ძალიან საინტერესო.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელსაც პოსტზე ყოფნის ვადა ფაქტობრივად ამოეწურა, მიიჩნევს, რომ მემუარების წერა „ძალიან ადრეა“
“ძალიან საინტერესო, რთული, წინააღმდეგობებითა და მიღწევებით სავსე 7 (10) წელი იყო. იყო შეცდომებიც, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ბევრი შევძელით. ჯერ მხოლოდ ასე შევაფასებ, მემუარების წერა ძალიან ადრეა.
მადლობა ყველას მხარდაჭერის, გულშემატკივრობისა და კრიტიკისათვის“, - აღნიშნავს გიორგი ქადაგიძე.