25 თებერვალს 18.00 თბილისის ალ.გრიბოედოვის სახ. სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის მცირე სცენაზე -სპექტაკლს „FROZEN IMAGES/გაყინული სურათები“ პრემიერა გაიმართება.
სპექტაკლი დადგა ფინელმა რეჟისორმა იარი იუტინენმა. პიესის ავტორია კრისტიან სმედსი.
როგორც თეატრიდან "ჯი-ეიჩ-ენს" აცნობეს, სპექტაკლში მონაწილეობენ შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრისა და კიონოს უნივერსიტეტის გრიბოედოვის თეატრის სამიზნე ჯგუფის სრუდენტები ქრისტინე ბერუაშვილი, ხატია ბერუაშვილი, მიხეილ გავაშელი, დავით კოტოვი, დემეტრე ნაყოფია, ვლადიმირ ნოვოსარდოვი, სოფი ჩალაშვილი და გვანცა შარვაძე (ავთანდილ ვარსიმაშვილის სახელოსნო).
„გაყინული სურათები“ - უბრალო ამბავია. სასოწარკვეთა, სულიერი განცდა, გულგრილობა, დაკარგული წლები და ამაოებაში ცხოვრების აზრის ძიება - ყველაფერს ერქმევა თვისი სახელი. და მაინც, ეს არის ამბავი სიყვარულზე, რომელიც ყველაფერზე ძლიერია ...
იარი იუტინენი - ფინელი რეჟისორი და დარამტურგია. სხვადასხვა წლებში მოღვაწეობდა ფინეთის მთავარ თეატრებში, მათ შორის 2015 წლემდე ხელმძღვანელობდა ქ. ლაპეენრანტას საქალაქო თეატრს. არის თეატრალური ჯგუფის Theatre Vanha Juko დამაარსებელი. მისმა დადგმებმა მრავალი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი მოიარეს, მათ შორის 2014 წელს თბილისის საერთაშროეისო თეატრალურ ფესტივალზე წარმოდგენილი იყო იარი იუტინენის სპექტაკლი „სევდიანი სიმღერები ევროპის გულიდან“ („Sad Songs from the Heart of Europe“). 2015 წელს იარი იუტინენმა თავისუფალ თეატრში დადგა საკუთარი პიესა „ჯულიეტა, ჯულიეტა!“.