25-26 თებერვალს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო), საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის მე-15 სესია გაიმართება. საკომიტეტო მოსმენების ფორმატში, 57 ქვეყნის 300-მდე პარლამენტარი პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და რეგიონულ უსაფრთხოების საკითხებზე დისკუსიას გამართავენ და მოხსენებებს განიხილავენ. საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, სხვადსხვა ქვეყნის კანონმდებელი, ეუთო-ს სივრცეში მიგრანტთა და ლტოლვითა კრიზისსა და კოლექტიური პასუხისმგებლობის გაძლიერების საკითხზე სპეციალურ დებატებს გამართავენ.
ზამთრის საპარლამენტო ასამბლეის განსახილველ საკითხთა შორის, განსაკუთრებული ყურადღება, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის განსახილველ თემებზე, იდეებსა და მიმართულებებზე გამახვილდება. 25-ე ყოველწლიურ სესიას, 1-5 ივლისს, საქართველოს დედაქალაქი, თბილისი უმასპინძლებს, რომლის მუშაობაშიც 57 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიას საქართველოს პარლამენტიდან თედო ჯაფარიძე, გიორგი წერეთელი, გიორგი ვოლსკი და ვიქტორ დოლიძე დაესწრებიან.