უკრაინის ხელისუფლებამ საინფორმაციო კამპანია სახელწოდებით "ყირიმი უკრაინაა" დაიწყო. როგორც "ბიბისი" იტყობინება, კამპანიის მიზანია "ნახევარკუნძულის ანექსიის და ყირიმში უკრაინელთა უფლებების დარღვევის პრობლემაზე" ყურადღების გამახვილება.
კამპანიას უკრაინის საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტრო ატარებს, რომლის ცნობით, მარტის დასაწყისში კიევსა და სხვა ქალაქებში ბილბორდები განთავსდება, ცნობილი ადამიანების მონათხრობით, თუ რა დამოკიდებულება აქვთ ყირიმისადმი.
იგეგმება რუსეთის მიერ ყირიმის მიერთების შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღება.