სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ ასადმა საპარლამენტო არჩევნები 13 აპრილს დანიშნა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
სირიის ოპოზიციის წრამომადგენელმა რიად ნასან აღამ თავის მხრივ განაცხადა, რომ ქვეყანაში, რომელიც სამოქალაქო ომშია გახვეული, შეუძლებელაი არჩევნების ჩატარება.
”ასადის ეს ნაბიჯი მოწმობს იმას, რომ ის არ ფიქრობს ცეცხლის შეწყვეტაზე, რომელიც ძალაში 27 თებერვალს უნდა შევიდეს და კრიზის პოლიტიკური გზით დარეგულირებაზე”, - განუცხადა ოპოზიციის წარმომადგენელმა.
ინფორმაცია არჩვენების თარიღის დანიშვნის შესახებ მას შემდეგ გავრცელდა, რაც რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები 27 თებერვლიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ.