"თიბისი არტ გალერეა" ხვალ გამოფენას "ჩემი სახლი" უმასპინძლებს. როგორც გამოფენის ორგანიზატორები აცხადებენ, ექსპოზიცია 2015 წლის დეკემბერში სპეციალურად იტალიური საერთაშორისო არტ-პროექტისთვის-Vico Vitrri Arte შექმნილი პროექტის გაგრძელებაა, რომელიც პიზის პროვინციაში, უპიცინიგის კოშკში გამოიფინა.
"პროექტი თანამედროვე ქართველი და უცხოელი მხატვრების ნამუშევრებს აერთიანებს და ის ქვეყნის, მისი იდენტობისა და კულტურის დემონსტრირებას ახდენს", - აცხადებენ გამოფენის ორგანიზატორები.