84 წლის ასაკში ცნობილი იტალიელი მწერალი და ფილოსოფოსი უმბერტო ეკო გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, უმბერტო ეკო, რომელიც კობოთი იყო ავად, 19 თებერვალს, საღამოს, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
„უდიდესი დანარკარგი კულტურისთვის, რომელსაც დააკლდება მისი ნაშრომები და მისი ხმა, მკვეთრი და ნათელი აზრები, მისი ადამიანურობა“, - განაცხდა უმბერტო ეკოს გარდაცვალებასთან დაკავშირებით იტალიის პრემიერ-მინისტრმა მატეო რენციმ.
უმბერტო ეკოს ყველაზე პოპულარულ რომანად მისი პირველი ნაწარმოები "ვარდის სახელით’’ (1980 წელი) მიიჩნევა.
ეკო აცხადებდა, რომ ის იყო ფილოსოფოსი და რომანებს მხოლოდ უქმე დღეებში წერდა. მართალია „ვარდის სახელით“ მისი პირველი ნაწარმოებია, თუმცა მის გამოსვლამდე ეკოს ნაშრომები თითქმის 20 წლის განმავლობაში იბეჭდებოდა სხვადასხვა გამოცემების მიერ.
ბოლონიის უნივერსიტეტის პროფესორმა საერთაშორისო ლიტერატურულ წრეებში აღიარებას წიგნის გამოსვლიდან რამდენიმე დღეში მიაღწია.
წიგნის მიხედვით 1986 წელს ფილმიც გადაიღეს, რომელშიც მთავარ როლს შონ კონერი ასრულებს.
უმბერტო ეკოს ბოლო რომანი "ნულოვანი ნომერი’’ 2015 წლის იანვარში გამოქვეყნდა.