საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, სირიის ირგვლივ შექმნილი ვითარების გამო, თურქეთ რუსეთის სამხედრო დაპირისპირებას არ გამორიცხავს.
„თურქეთსა და რუსეთს შორის ომის რისკი არსებობს, აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს რომ თავიდან იქნას აცილებული ესკალაცია“, - განაცხადა ოლანდმა France Inter-ის ეთერში.
მისი თქმით, საფრანგეთი სირიის შესახებ მოლაპარაკებების განახლების მომხრეა, აუცილებელია შეწყდეს დაბომბვები და მოსახლეობას გაეწოს ჰუმანიტარული დამხმარება.