ეროვნული ბიბლიოთეკისა და მოზარდმაყურებელთა თეატრის მხარდაჭერით წელს პირველად იმართება სასკოლო თეატრალური ფესტივალი ”ART სკოლა”.
ფესტივალში მონაწილეობას იღებენ თბილისის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები, რომლებმაც ფესტივალზე მათ მიერვე დაწერილი სცენარების მიხედვით დადგმული სპექტაკლები წარმოადგინეს.
ფესტივალი 11 თებერვალს გაიხსნა და 23 თებერვლამდე გაგრძელდება.
23 თებერვალს 19:00 საათზე მოზარდმაყურებელთა თეატრის მცირე სცენაზე ფესტივალის დასკვნითი საღამო გაიმართება.