მარტის ბოლოს ბათუმში ამერიკული ჯგუფის "The Exchange" -ს კონცერტი დაიგეგმა. შესავამის შეთახმება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კულტურის ატაშეს დემიენ უომპლერსა და კულტურული პროგრამების კოორდინატორს თამარ რთველიაშვილს შეხედრისას შედგა.
კონცერტში მონაწილეობას ადგილობრივი ახალგაზრდა მომღერლებიც მიიღებენ, რომლებიც ამერიკელებთან ერთად ერთობლივად შეასრულებენ ახალ კომპოზიციებს.
ჯგუფი "The Exchange" ბათუმში კონცერტს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დაფინანსებით გამართავს.
შეხვედრის დროს განიხილეს სამომავლო თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება, დონორ ორგანიზაციებთან და ფონდებთან თანამშროომლობის გაძლიერება და ადგილობრივი კულტურის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ. ისევე, როგორც უცხოური კულტურის პროექტების ხელშეწყობა რეგიონში“-აღნიშნა ნათია სირაბიძემ.
სტუმრებმა მოინახულეს აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი და დაათვალიერეს ანსამბლში არსებული მუზეუმი.