ფეხბურთის ფედერაციას ვალი 10 მილიონ ლარზე მეტი აქვს, - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, გადაცემა "2030-ში" საუბრისას განაცხადა.
"ფეხბურთის ფედერაციას დავალიანება ქვეყნის შიგნით 4.5 მილიონი ლარი აქვს. ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ არის აღებული 2 მილიონი ევრო სესხის სახით, რომლის პროცენტი 300 ათას ევრომდეა. ასევეა მილიონ ლარამდე სამშენებლო კომპანიების დავალიანებები, ამიტომ აღარ ვისაუბრებ იმ პატარა ვალებზე, რომელიც ჯამში 300 ათას ლარამდეა. საერთო ჯამში ფეხბურთის ფედერაციას 10 მილიონ ლარზე მეტი ვალი აქვს", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.