გონსალო ინიარიტუს გახმაურებული სურათი “გადარჩენილი” ბაფტას ტრიუმფატორი გახდა. ფილმი ბრიტანეთის კინოსა და ტელევიზიის პრემიაზე 8 ნომინაციაში იყო წარდგენილი. აქცედან “გადარჩენილმა” პრესტიჟული ჯილდო 5 ნომინაციაში მოიპოვა. ბაფტამ “გადარჩენილი” წლის საუკეთესო ფილმად, ინიარიტუ კი საუკეთესო რეჟისორად აღიარა. უპრიზოდ არც მტავარი როლის შემსრულებელი ლეონარდო დი კაპრიო დარჩენილა, რომელიც წლევანდელი ოსკარის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად მოიაზრება.