თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 14 თებერვალს, ევროპის მძლეოსნობის 2016 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის „თბილისი 2016“-ის ოფიციალური თილისმის პრეზენტაცია გაიმართება.
„თბილისი 2016“-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, „თბილისი 2016”-ის მასკოტს, ციყვ „კოკოს” ევროპის მძლეოსნობის ახალგაზრდული ჩემპიონატის მოხალისეები და საორგანიზაციო კომიტეტის თანამშრომლები საზეიმო დახვედრას მოუწყობენ.
საზოგადოებისთვის თილისმის გაცნობა სიმბოლურად 14 თებერვალს, სიყვარულის დღეს ემთხვევა. „კოკო“ აღნიშნული შემთხვევით ისარგებლებს და აეროპორტში მყოფ შეყვარებულ წყვილებს გულის ფორმის ბუშტებს დაურიგებს, საჩუქრებს გადასცემს და მსურველებთან ფოტოებსაც გადაიღებს.
2016 წლის ევროპის მძლეოსნობის ახალგაზრდულ ჩემპიონატს თბილისი 14-დან 17 ივლისამდე უმასპინძლებს.
ჩემპიონატის ფარგლებში, საქართველოს 1000-მდე სპორტსმენი და 200-მდე ოფიციალური პირი ეწვევა.