გაერო იმედოვნებს, რომ მომდევნო 24 საათში სირიის იმ ქალაქების მოსახლეობის ჰუმანიტარულ დახმარებს შეძლებს, რომლებიც ამ დრომდე ალყაშია მოქცეული. "ბიბისის" ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ გაეროში მას შემდეგ განაცხადეს, რაც მსოფლიო ლიდერები სირიაში ერთი კვირის ვადაში სამხედრო მოქმედებების დასრულების შესახებ შეთანხმდნენ.
აღსანიშნავია, რომ სირიის რამდენიმე ქალაქთან ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს წვდომა არ აქვთ უკვე წელიწადზე მეტია, რის გამოც ალყაშემორტყმულ ქალაქებში დარჩენილი მოსახლეობა წყლის და საკვების დეფიციტს განიცდის.