დღეს, 18 მაისს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობა გასვლით სხდომას გამართავს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პრემიერ-მინისტრის აპარატში განუცხადეს, მინისტრთა კაბინეტი ამჯერად გურიაში, ოზურგეთის რაიონში შეიკრიბება.
მთავრობის წევრები სხვა საკითხებთან ერთად რეგიონში განსახორციელებელ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრებენ.
დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები დაზუსტების პროცესშია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა რეგიონებში გასვლით სხდომებს პერიოდულად მართავს.