მეცნიერებმა გრავიტაციული ტალღები აღმოაჩინეს, რომელთა არსებობაც ერთ საუკუნის წინ ალბერტ აინშტაინმა იწინასწარმეტყველა. აღმოჩენა კოსმოსმის ახლებურად შესწავლის შესაძლებლობას იძლევა.
Reuters-ის ინფორმაციით, ტალღები ორი შორეული შავი ხვრელიდან მოდის, რომლებიც ერთმანეთის ირგვლივ სპირალისებურად ბრუნავდნენ, მაღალი სიჩქარით შეჯახების შედეგად კი ერთი დიდი შავი ხვრელი შექმნეს.
ტალღები ხვრელების შეჯახებამ გამოოიწვია. ერთ-ერთის მასა მზის მასას 29-ჯერ აღემატებოდა, მეორისა კი - 36-ჯერ. მეცნიერების თქმით, ისინი დედამიწიდან 1,3 მილიარდი სინათლის წელიწადით იყვნენ დაშორებული. მეცნიერებმა ტალღები პირველად გასული წლის 14 სექტემბერს აღმოაჩინეს.
LIGO Collaboration-მა სუსტი ვიბრაციების დაფიქსირება მოახერხა, მათი აუდიოტალღებად გარდაქმნის შედეგად კი ორი შავი ხვრელის შეჯახების ხმის მოსმენა შეძლეს.