10 თებერვალს, 19:00 საათზე, თეატრში „გლობუსი - რუსთაველის 19“, გაიმართება საქართველოს სახალხო არტისტის, სახელმწიფო, კოტე მარჯანიშვილის და გიორგი ერისთავის პრემიების ლაურეატის, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორის სანდრო მრევლიშვილის დაბადებიდან 75-ე წლისადმი მიძღვნილი შეხვედრა.
ღონისძიებას დაესწრებიან გამოჩენილი თეატრალური მოღვაწეები, ხელოვანები, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის და თბილისის მერიის წარმომადგენლები.
საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე გოგი ქავთარაძე ჩაატარებს ბლიც-ინტერვიუს სანდრო მრევლიშვილთან. აქვე წარმოდგენილი იქნება თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მიერ გამოცემული სანდრო მრევლიშვილის პიესების კრებული.