მამაკაცებისა და ქალების სექსუალური ისტორიების საფუძველზე პარტნირების იდეალური რაოდენობა განისაზღვრა. 10 პარტნიორი იდეალურია ორივე სქესის წარმომადგენლებისთვის. ასე მიიჩნიეს გაცნობის საიტზე - Illicit Encounter დარეგისტრირებული 1000 მომხმარებლები.
უნდა აღინიშნოს, რომ რესპოდენტების უმეტესობას (65% ქალი და 70% მამაკაცი) არ აინტერესებს რა რაოდენობის პარტნიორთან ჰქონდა ინტიმური კავშირი მის „ამჟამინდელ“ რჩეულს.
მათი რაოდენობა ვისაც ეს ფაქტი აინტერესებს (38% ქალი და 37% მამაკაცი) ოპტიმალურ რაოდენობას 8-დან 12 პატრნიორს ასახელებს. მეორე პოპულარული პასუხი ცნობისმოყვარეთა შორის (24% ქალი და 28% მამაკაცი) 4-დან 8 პარტნიორამდეა.
კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ 12-ზე მეტ პარტნიორს გამოკითხულები არასტაბილურობისა და ღალატის საფუძვლად მიიჩნევენ. პარტნიორების მცირე რაოდენობა კი პარტნიორისადმი უნდობლობას განაპირობებს, რადგან სექსუალური გამოუცდელობის მიზეზად მიიჩნევა.