მამაკაცის ქცევაზე პასუხიმგებელია მისი ოთხი ჰორმონიდან ერთ-ერთი. აღნიშნულზე საუბარია ანტროპოლოგ ჰელენ ფიშერის სამეცნიერო შრომაში. შფიშერი ამტკიცებს, რომ „თქვენი მამაკაცი იქცევა იმის მიხედვით თუ რომელი ჰორმონი აქვს მას უფრო მეტი“.
თუ მამაკაცის ორგანიზმში ჭარბადაა ჰორმონი დოფამინი, ის მოიქცევა როგორც მკვლევარი. ანუ, იგი ურთიერთობებში შეეცდება მუდამ ეძებოს რამე ახალი, ჩაატროს ექსპერიმენტები. ასეთ მამაკაცებს მეტწილად ახასიათებთ და მოსწონთ საწყის პერიოდში მეტი ყურადღების გამოჩენა ქალის მიმართ - სწორედ ამ ფაზაში კმაყოფილდება მათი ჟინი - „გამოიკვლიონ“. ასეთ მამაკაცებთან ურთიერთობის საფრთხეს წარმოადგენს ის გარემოება, რომ რაღაც ეტაპზე მათ „ახალი“ კვლევა მოუნდებათ აუცილებლად. თუ თქვენს გვერდით ასეთი მამაკაცია, შეეცადეთ ბოლომდე არ გაიხსნათ და შეიცვალეთ მისთვის ხშირად. თუ ამას ვერ ახერხებთ, მაშინ უნდა შეეგუოთ მის „ექსპერიმენტებს“. შეუგუებლობის კონფლიქტი დაანგრევს თქვენს ურთიერთობას. მისი გამოსწორება შეუძლებელია, ხოლო თქვენ ამის გაგება არ გსურთ.
მამაკაცები, რომელთაც აქვთ ჰორმონ სეროტონინის დიდი ოდენობა „მშენებლები“ არიან. ურთიერთობაში ისინი თანიმდევრობას ანუჭებენ უპირატესობას - ნაცნობობიდან ოჯახის შექმნანმდე. ასეთ ადამიანთან თქვენ მუდამ დარწმუნებული იქნებით ხვალინდელ დღეში, რადგანაც სეროტონინის სიჭარბე მათ გაწონასწორებულებს, მშვიდებს ხდის. მთავარია, რომ თქვენ მათთან მოწყენილად არ იგრძნოთ თავი. გაითვალიწინეთ, რომ იგი არანაირად არ ეცდება შეიცვალოს. თქვენ კი მოწყენილობა უფრო გაგიძლიერდებათ. ამიტომ ან თქვენ უნდა შეეწყოთ ან მისი ნებისმიერი შეცვლის მცდელობა ურთიერთობის არასასურველად დასრულების საფუძველი გახდება.
თუ თქვენს მამაკაცს ტესტოსტერონის მაღალი დონე აქვს, ისი ნამდვილი ხელმძღვანელია - ჯიუტი, გადაწყვეტილების მიმღები და საკუტარი სტრატეგიის შემქმნელი. ასეთი მამაკაცები სარფიანები, მაგრამ ეგოსიტები არიან და უკიდურესად მომთხოვნები საკუთარი პარტნიორების მიმართ. თუ თქვენ მზად ხართ იყოთ მეორე ვიოლონო ურთიერთობაში და დაემორჩილოთ მის ნებისმიერ ახირებას მაშინ მასთან არაფერი გაქვთ სამდურავი. თუ არ თანხდებით მეორე ვიოლინოს როლს და გაქვთ თქვენი პრინციპები მაშინ „ომი“ გარდაუვალია. გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერ ვითარებაში „ომში“ გამარჯვებულად ის იგრძნობს თავს. და თუ წასვლას გადაწყვეტთ, უმჯობესია ეს გადაწყვეტილებაც მას მიაღებინოთ.
მამაკაცები, რომელთაც ორგანიზმში ჭარბად აქვთ ჰორმონი ესტროგენი „მომლაპარაკებლები“ არიან. მეტ წილად ისინი ხელოვნების სფეროში მოღვაწეობენ. ისინი ძალიან მგრძნობიარენი და ჟინითა და ვნებით აღსავსენი არიან. ასეთ ადამიანთან თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ ისაუბროთ საკუთარ განცდებზე და გქონდეთ იმედი რომ გაგიგებენ. მაგრამ ასეთ მამაკაცებს ყოვეთვის არ შეუძლიათ საკუთარი პრინციპების დაცვა. თქვენ ასეთ მამაკცთან ურთიერთობას ააწყობთ მაშინ თუ თავადაც მომლაპარაკებელი ან შინაგანად „ხელმძღვანელი“ხართ. ამ შემთხვევაში თქვენ შეძლებთ შექმნათ ჰარმონია, ან სწორი მიმართულებით წარმართოთ მიმლაპარაკებლის ნიჭი. სხვა შემთხვევაში თქვენ მაში დაინახავთ სუსტ ადამიანს და სწორედ მისი სისუსტე გახდება „ნგრევის მიზეზი.