9 თებერვალს, 13:00 საათზე, თიბისი ბანკის სათაო ოფისში ცნობილი პოლონელი არქიტექტორის ალექსანდრე როგოისკის მემორიალური დაფა გაიხსნება, რომლის სახელსაც საქართველოში მდებარე არაერთი ისტორიული შენობა უკავშირდება.
ღონისძიებას დაესწრებიან პოლონეთის ელჩი საქართველოში, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი, თბილისის მერი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. პარალელურად თიბისი გალერეა უმასპინძლებს ფოტოგამოფენას საქართველოში პოლონელი არქიტექტორების მიერ აშენებული ნაგებობების შესახებ.