კომპანიამ Thomson Reuters „მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი მეცნიერები - 2015“ დაასახელა. სიაში არიან მეცნიერები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს საკუთარი მიმართულებებში ჩატარებულ კვლევებში.
მეორე წელია მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი მეცნიერების სიის სათავეშია სტეისი ბ.გებრიელი („კიბოს გენომის ატლასი“) როუნდის უნივერსიტეტიდან, სადაც საქმიანობენ მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსიტუტისა და ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერები. მეცნიერმა შექმნა სხვადასხვა ორგანოების კიბოს მოლეკულური პორტრეტები. მისი ბოლო შრომა მიეძღვნა შიზოფრენიისა და ალჰეიუმერის დაავადების გენეტიკურ საფუძვლებს. მეორე ადგილზეა ჰენრი. ჯ. სნეიტი ოქსფორდის უნივერსიტეტიდან - ფიზიკოსი. მეცნიერი მზის ბატარეიდან ენერგიის მიღების ტექნოლოგიის სრულყოფაზე მუშაობს.
Thomson Reuters 2015 წლის რეიტინგის შედგენისას 21 სფეროში ჩატარებული სამეცნიერო კვლევების ანალიზი გააკეთა. კვლევაში მოცემულია ცნობები 3000-ზე მეტ მეცნიერზე.
ასევე, Thomson Reuters-ის დაკვეთით, ანალიტიკოსების მიერ შეფასებულია 2003-2013 წლებში გამოქვეყნებული 120 ათასამდე ნაშრომი.
როგორც მოსალოდნელი იყო სამეცნიერო ცხოვრებაში ყველაზე მეტი ნაშრომი ეძღვნება კლინიკურ მედიცინას, ბილოგიას, ბიოქიმიას, მოლეკულურ ბიოლოგიას, გენეტიკას. სწორედ ეს სფერიოები აღმოჩნდა ყველაზე ნაყიფიერი სამეცნიერი კვლევითი შედეგების მიხედვით.
სხვა ვითარებაა ინფორმატიკაში, მათემატიკაში, ეკონომიკასა და ბიზნესში. მეცნიერების ამ სფეროებში გამოქვეყნებულია უფრო ნაკლები შრომები და, შესაბამისად, ყველაზე გავლენიანი მეცნიერებს შორის ამ სფეროების წარმომადგენლები მცირე რაოდენობით მოხვდნენ.