ამერიკელმა მეცნიერემა სტრესსა და დეპრესიასთან ბრძოლოს ახალი მეთოდი აღმოჩინეს. ახლადაღმოჩენილ მეთოდში ორიგინალური თითქოს არაფერია და ის საკუთარი თავის მოწესრიგებასა და სახლის დალაგებას გულისხმობს.
აშშ-ის ფსიქიკური დარღვევების ცენტრის თანამშრომლებმა დაკვირვებების საფუძველზე დაადგინეს, რომ უწესრიგობა და მტვერი ნეგატიურად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე.
ექსპერიმენტის ფარგლებში მცენიერებმა აიძულეს მასში მონაწილეები დაელაგებიათ საკუთარი ბინები და გადაეყარათ ის ნივთები, რომლებსაც არ იყენებდნენ. „წესრიგის დამყარებისას“ პაციენტებში იზრდებოდა შინაგანი დაძაბულობა. ამის მიზეზად წლების განმავლკობაში პირად ნივთებზე დამოკიდებულება დასახელდა. ამავდროულად, ექსპერიმენტში მონაწილე ცალკეული პირები დეპრესიაში ვარდებოდნენ იმის გამო, რომ არ შეეძლოთ საკუთარი საცხოვრებელის მოწესრიგება. თუმცა, როგორც კი პროცესი იწყებოდა, ისინი იწყედნენ დადებითი ემოციების მიღებასა და დაღლასაც კი არ გრძნობდნენ.
კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ სახლის დალაგება საჭიროა ენერგიულ ტემპში, თუნდაც 20 წუთის განმავლობაში.
უნდა აღინიშნოს რომ ანალოგიურ რეკომენდაციებს იძლევიან ინგლისელი მეცნიერები. ისინი მიიჩნევენ, რომ კვირაში ერთი დღე 20 წუთის განმავლობაში სახლის ენერგიული დალაგება დადებითად მოქმედება ადმიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზე.
უნდა აღინიშნოს, რომ ლონდონის უნივერსიტეტის სამედიცინო კოლეჯის მეცნიერების მტკიცებით, ის ადამიანები, რომლებიც კვირაში თუნდაც 1 დღე არინ დაკავებულნი სპორტით 33%-ით ნაკლევად იტანჯებიან ფსიქოლოგიური პრობლემები მათთან შედარებით, ვინც საერთოდ არ კავდება საკუთარი სხეულის გაჯანსაღებით. იმ ადამიანებში კი ვინც კვირაში ერთხელ აქტიურად ალაგებს საკუთარ საცხოვრებელ სახლებს ფსიქიკური პრობლემები 20%-ით ნაკლებია მათთან შედარებით, ვინც ვერასოდეს იცლის სახლის დასალაგებლად.