სექსუალური ცხოვრების დასაწყებას საუკეთესო ასაკი 17-18 წელია. შესაბამისი დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი მეცნიერები. მკვლევარები მიჩნევენ, რომ ჯანმრთელი შვილების ყოლის თვალსაზრისით, მეუღლეებს შორის ასაკობრივ სხვაობას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ამ მხრივ, გადამწყვეტია ქალიშვილობის დაკარგვის ასაკი. ნიუ-იორკელმა მედიკოსებმა გამოკითხეს 8 ათასი ადამიანი, რომლებმაც სექსუალური ცხოვრება 14-16 წლის ასაკში დაიწყეს. მათი უმეტესობის შვილებს, მათაც კი ვინც პირველი სექსიდან 5-10 წლის შედეგ დაიბადნენ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემები ჰქონდათ.
ჯანმრთელი შთამომავლობა „დაუფიქსირდათ“ იმ ქალებს, რომელთაც , სექსი 17-18 წლის ასაკში ჰქონდათ. აი, იმ გოგონების შვილება, რომლებმაც ქალიშვილობა 22 და უფრო მეტი ასაკისას დაკარგეს არანაკლები პრობლემები ჰქონდათ ვიდრე 14-16 წლის ასაკში ქალიშვილობადაკარგულთა შვილებს. ამ კვლევის საფუძველზე ამერიკელი მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სექსუალური ცხოვრების დასაწყებად ქალებისთვის საუკეთესოა 17-18 წლის ასაკი.