მეცნიერები მუდმივად აქცევენ ყურადღებას უძილობით გამოწვეულ ნეგატიურ გავლენებზე. ამჯერად, ისინი აცხადებენ, რომ უძილობა, შესაძლოა, განქორწინების მიზეზიც გახდეს.
მეცნიერებმა დაადგინეს რომ უძილობა ქალებში არა მხოლოდ ნეგატიურად მოქმედებს მათ ჯანმრთელობაზე, არამედ უარყოფით გავლენას ახდენს პარტნიორთან ურთიერთობაზე.
კოპენჰაგენის უნივერსიტეტის კლინიკური ნეიროფიზიოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი პოლ იენუმი აცხადებს, რომ წყვეტილი ძილი, დაძინებასთან დაკავშირებული პრობლემები, ხვრინვა, არასაკმარისი ძილი იწვევს ნერვულ აშლილობას, გაღიზიანებას, პრობლემებს ყურადღების კონცენტრაციაში.
ქალებს შესაბამისი პრობლემებით აქვთ პრობლემები შემოსავლებთან დაკავშირებით, არიან კონფლიქტურები, ავლენენ მუდმივ უკმაყოფილებას. მათ აქვთ მიდრეკილება მოიხმარონ სხვადასხვა წამლები, ნებისმიერი პრობლემა მათთვის წარმოდგენილია, როგორც ფატალური და „სამყაროს დასასრული“. კონფლიქტში შედიან ოჯახის იმ წევრებთან და განსაკუთრებით მეუღლეებთან, რომელთაც მოწესრიგებული აქვთ ძილი ან არიან წარმატებულები საზოგადოებრივ თუ ბიზნესსაქმიანობაში. ისინი არ იღებენ კრიტიკასა და განსხვავებულ აზრს განსაკუთრებით ოჯახის წევრებისგან. იმ ოჯახებში, სადაც უძილო ოჯახის წევრია კონფლიქტები 2-3 ჯერ მეტია საუკეთესო გამოსავალი ამ ვითარებიდან მეცნიერების რეკომენდაციით ოჯახის მშვიდობიანი დაშლაა. სხვა შემთხვევაში აგრესიის მატება შესაძლოა, უფრო ნეგატიური ფსიქოლოგიური შედეგებით დასრულდეს.