მეცნიერებმა დაადგინეს, ის პროფესიები, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენენ ადამიანის ჯანმრთელობაზე და აჩქარებენ დაბერების პროცესს.
ცნობილია, რომ ცალკეული პროფესიები გავლენას ახდენენ ადამიანის გარეგმობაზე, იწვევენ დაბერებას, სიმსუქნესა და სხვადასხვა სახის დაავადებებს.
საზიანო პროფესიებს შორის ერთ-ერთ პირველ ადგილზეა - მზარეულის, კონდიტერისა და მცხობელის პროფესია. ამ პროფესიის ადამიანების უმეტეს ნაწილს სიმსუქნე ემუქრება, გამონაკლისს წარმოადგენენ ადამიანები, რომელთაც გენეტიკურად არ აქვთ მიდრეკილება სიმსუქნისადმი, ან ისინი, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ წონას.
მკვლევარებმა ასევე განსაზღრეს, რომ ყველაზე მსუქანი მზარეულები მუშაობენ რუსულ, უკრაინულ და გერმანულ სამზარეულოებში. ყველაზე დაბალი წონის მზარეულები კი აზიურ, იტალიურ და ბერძნულ სამზარეულოებში.
სიმსუქნისადმი მიდრეკლილებით გამოირჩევიან ბუღალტრები, მასწავლებლები და სხვადასხვა ოფისებში დასაქმებულები, რომელთაც სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით, მეწილად ჯდომა უწევთ. თუმცა მეცნიერები აცხადებენ, რომ მხოლოდ ჯდომაში არ არის პრობლემა. ამ პროფესიის ადამიანები განუწყვეტლივ სვამენ ჩაის და ყავას სხვადასხვა ტკბილეულსა და ცომეულთან ერთად. შესაბამისად, მატ მიერ მიღებული კალორიები 4-5 ჯერ აღემატება დახარჯულ ენერგიას. მაგალითისთვის, თუ რვასაათიანი სამუშაო გრაფიკის პირობებში ბუღალტერმა დალია ოთხი ჩიქა ჩაი 2-2- კოვზი შაქრითა და, თუნდაც, 4 ორცხობილა მიაყოლა, ამავდრულად ის, ფაქტობრივად, არ მოშორებია სამუშაო მაგიდას, მან მიიღო 20100 კილოკალორია და თუნდაც ინტელქტუალური შრომის გათვალისწინებით დახარჯა მხოლოდ -700.
ზიანის მომტან პროფესიებს შორის აღმოჩნდა სამედიცინო მუშაკების (სტომატოლოგები, ქირურგები, მ,ედდები, ბებიაქალები), მკერავებისა და ფოტომოდელების პროფესიებიც. მათ უმეტესობას დიდი ხნის განმავლობაში ფეხზე დგომის გამო აწუხებს ხერხემალი. პრობლემას წარმოადგენს ხერხემლზე არასწორი დატვირთვა.
უნდა აღინიშნოს რომ ზოგიერთი პროფესია „ახალგაზრდობას იპარავს“ და დაბერებას იწვევს. ამ კატეგორიას მიეკუთვნება მფრინავებისა და ბორტგამცილებლების პროფესიები. თვითმფრონავებში ხდება ხელოვნური კლიმატის შექმნა (ტენიანობა 20-40% 65-75%-ის ნაცვლად.). როგორც დერმატოლოგები აცხადებენ, ყველაზე ლამაზი ბორტგამცილებელიც კი 200 საათი ფრენის შემდეგ 3-4 წლით ბერდება, უფრო სწორად ბერდება მისი კანი.
საშუალო რგოლის მენეჯერები, ბავშვთა ბაღების აღმზრდელები, დაწყებითი კლასების მასწავლებლები მეტ წილად ნერვული და ენდოკრინოლოგიური დაავადებების მსხვერპლნი არიან.
მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ იმ პროფესიების წარმომადგენლებს, რომლებიც სამუშაო დღის მეტ ნაწილს მონიტორებთან ატარებენ. არასწორია მოსაზრება, რომ „კარგი მონიტორი“ მხედველობას არ ვნებს. ამ კატეგორიაში ხვდებიან უამრავი პროფესიის ადამიანები დაწყებული IT-სპეციალიტებიდან, მწერლებითა და ეკონომისტებით დამთავრებული.
უნდა აღინიშნოს რომ ყველაზე მეტად ავადდებიან იმ პროფესიების წარმომადგენლები, რომლებიც „სუფთა ჰაერზე“ მუშაოებენ. მათთვის ადვილია გაცივება და სხვადასხვა ვისრუსების „აკიდება“. ასეთი პროფესიის ადამიანები რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს ავადდებიან ლარინგ-ორგანოების დაავადებებით, ისევე როგორც ორატორები: ლექტორები, პოლიტიკოსები, მსახიობები. მათში ხშირია ანგინა, ლარინგიტი, ტრონზილიტი, რინიტი.
სამწუხაროდ, აბსოლუტურად ჯანმრთელი პროფესია არ არსებობს და ყველა პროფესია თავისებურად რისკის მატარებელია. თუმცა არის გარკვეული კვლევები, რომლის მიხედვით, ჯანმრთელ პროფესიას განეკუთვნება ასტრონომების, რეინჯერების, ვეტერინარებისა და ფლორისტების პროფესიები.