"ალიანსი საქართველოსთვის" მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია დღეს შარდენზე მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე მან "ალიანსის" დასაქმების პროგრამაზე ისაუბრა, რომლის მიხედვით დასაქმებისთვის 120 მლნ ლარი უნდა იქნას გამოყოფილი. თანხა საოჯახო ბიზნესის განვითარებას უნდა მოხმარდეს.
"ჩვენ გვექნება შესაძლებლობა დავაფინანსოთ 20 ათასამდე საწარმო იაფიანი, 8 პროცენტიანი სესხით. მათი დაფარვის ვადა 3 წლამდე განისაზღვრება. ამასთან, მნიშვნელოვანია ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღება, რადგან ბიზნესი თბილისში სახელმწიფო ჩარევისგან დაცული უნდა იყოს", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
შეხვადრა ამომრჩევლებთან დღეს "ალიანსის" გლდანის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნუგზარ გაბუნიამაც გამართა. იგი მე-7 მიკრორაიონში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შევხდა. 27 ოჯახი დაუსრულებელ მრავასართულიან კორპუსშია შესახლებული, სადაც არანაირი კომუნალური გაყვანილობა არ არის.
არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, გაბუნია, აღნიშნული საკითხის დაყენებას, საკრებულოში აპირებს.