27 თებერვალს თბილისში ლეგენდარული მუსიკოსები სტინგი და კრის ბოტი ჩამოვლენ. მომღერალი ქართველი მაყურებლის წინაშე 2 საათიანი პროგრამით წარსდგება, რომელიც თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.
ბილეთი ღირებულება 200-დან 600 ლარამდე იქნება.
მუსიკოსები “საქართველოს ბანკის” მოწვევით ჩამოდიან. სტინგი თბილისსა და ბათუმს სხვადასხვა წლებში სტუმრობდა. ამერიკელი მესაყვირე კი თბილისში რამდენიმე კვირის წინ იმყოფებოდა.