ეუთოს სადამკვირვებლო მისია ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით მორიგ შუალედურ ანგარიშს მიმდინარე კვირას, საბოლოო ანგარიშს კი 2 თვეში გამოაქვეყნებს.
ამის შესახებ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის მედიაანალიტიკოსმა რასტო კუზელმა "კონსერვატიული პარტიის" ლიდერსა და თბილისის მერობის კანდიდატ ზვიად ძიძიგურთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ზვიად ძიძიგურს დეტალური ინფორმაცია მივაწოდე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ სრულდება მედიასაშუალებების მიერ წინასაარჩევნო გარემო. ჩვენ მონიტორინგს ვაწარმოებთ 8 ტელევიზიასა და 2 გაზეთზე. მეორე შუალედურ ანგარიშს მიმდინარე კვირას გამოვაქვეყნებთ, ხოლო საბოლოო ანგარიში დაახლოებით 2 თვის შემდეგ იქნება მზად", - განაცხადა რასტო კუზელმა