ბეთანიის სათხილამურო ტრასაზე საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებული ტურნირი გაიმართა. სწრაფ დაშვებაში ერთმანეთს საბურთალოს ტერიტორიაზე არსებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები შეეჯიბრნენ.
თბილისის მერიის ინფორმაციით. ღონისძიებაში მონაწილეობა 100-მდე სტუდენტმა მიიღო. სამ საპრიზო ადგილზე გამარჯვებულები გოგონებისა და ვაჟების კატეგორიაში საქართველოს სათხილამურო ფედერაციიდან მოწვეულმა მსაჯმა გამოავლინა. საუკეთესო შედეგი გოგონებს შორის სალომე კვიციანმა, ვაჟებს შორის კი ირაკლი მაისურაძემ აჩვენა. საპრიზო ადგილზე გასულ კონკურსანტებს თასები, მედლები და სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ.
ტურნირს საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილე ლუკა კანკავა ესწრებოდა, რომელმაც გამარჯვებულები სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა.
პროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო ბავშვთა გასართობი ცენტრი „ბუმ-ბუმი“, რომელმაც ტურნირის გამარჯვებულებს ასევე სასაჩუქრე ბარათები გადასცა.