პარლამენტი კონსტანტინე გამსახურდიას უფლებამოსილებას 3 ნოემბრის სესიაზე ცნობს. ამის შესახებ განცხადება დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნული საკითხის განხილვისას გააკეთა. გამსახურდიამ სხდომაზე პირადად დაადასტურა, რომ კონსტიტუციის სარგებლობის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეს თხოვნა სწორედ მან გაუგზავნა. შესაბამისად, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკითხს მისცეს დადებითI დასკვნა.
ხათუნა გოგორიშვილის განმარტებით, დასკვნას კომიტეტი ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს და რეგლამენტის თანახმად, გამსახურდიას სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობა მოხდება პირველივე სესიაზე, ვიდრე პარლამენტი საკითხების განხილვას დაიწყებს. მომავალი კვირა არის სასესიო კვირა, შესაბამისად, პირველივე სესია სამშაბათს, 3 ნოემბერს გაიმართება და გამსახურდიას მანდატი აღუდგება.
გოგორიშვილმა გამსახურდიას მიუთითა, რომ დასჭირდება მხოლოდ ქონებრივი დეკლარაციის წარდგენა საჯარო სამსახურის ბიუროში და სესიაზე ხელს მოაწერს პარლამენტს ფიცს.
"მხოლოდ ეს არის თქვენი მოვალეობა, რისი გაკეთებაც მოგიწევთ", - განმარტა გოგორიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ დეკლარაციის წარდგენისთვის გამსახურდიას მანდატის აღდგენიდან ზუსტად ერთი თვის ვადა ექნება.